20-22 ნოემბერს პოლონეთში ქ.ჩეხანოვში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ,,მაზოვიას თასი''. ეს ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და გამოირჩევა შეჯიბრების მაღალი დონით. ტურნირში მონაწილეობდნენ პოლონეთის,ლატვიის,რუსეთის,ბელარუსისა და საქართველოს სპორტსმენები.
ჩვენი სპორტსმენები 4 დგით ადრე ჩავიდნენ პოლონეთში და რამდენიმე ვარჯიში გაიარე მასპინძელ გუნდთან. მიღებული გამოცდილება დაეხმარება მათ შედეგების გაუმჯობესებაში. პოლონეთის ტაეკვონდოს ფედერაცია აქტიურათ თანამშრომლობს ჩვენს ფედერაციასთან და იგეგმება სხვადასხვა გუნდური აქტიობების ჩატარება უახლოეს მომავალში.
შეჯიბრზე კარგად იასპარეზეს ახალგაზრდა სპორტსმენებმა, მაგრამ ვერ შეძლეს საპრიზო ადგილების დაკავება. წარუმატებელი აღმოჩდა -63 წონით კატეგორიაში ჩვენი გამოსვლა, სადაც მხოლოდ ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა შეჯიბრის ბედი და გამოეთიშა ტურნირს მირზა ყვავაძე. თუმცა მიღებული გამოცდილება მას დიდ დახმარებას გაუწევს მომავალ შეჯიბრებებში.
წარმატებული გამოდგა ჩვენი გამოსვლა პროფესიონალებში -78 წონით კატეგორიაში. მძიმე ბრძოლებში გამარჯვებას მიაღწია ლევან წარეტაშვილმა.
ჩვენი გუნდი 1 ოქროს მედლით დაბრუნდა სამშობლოში და განვაგრძობთ მომავალი შეჯიბრებებისათვის მზადებას.