JOIN US!

 

ITF
Facebook

UPCOMING EVENTS

   

Partners

 

World Championship 2015

  27-31 მაის იტალიაში ქ. ჯესოლოში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი უმედლოდ დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ აღნიშნულ ჩემპიონატზე მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა საქართველოდან და გაიტანა ჩვენი დროშა მსოფლიო სარბიელზე. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი დონის შეჯიბრებეში მონაწილეობა, შედეგის მიღწევაც თავვდაუზოგავი შრომის შედეგად, ძალიან რთული მაგრამ შესაძლებელია.

  აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობდა 56 ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი.  შეჯიბრი გადაიცემოდა პირდაპირი ტრანსლაციით, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით უყურა 102,648 ადამიანმა. მონაწილე სპორტსმენები კონტროლდებოდნენ მკაცრად ანტიდოპინგური კომიტეტის მიერ, რაც ხაზს უსვავს ორგანიზაციის მაღალ დონეს. 

მნიშვნელოვანია ის ფაქტირომ იტალიის ოლიმპიური ტაეკვონდოს პრეზიდენტი ესწრებოდა აღნიშნულ ტურნირს,რაც კარგი მაგალითია საქართველოსთვისაც.

 შეჯიბრის პარალელურად გაიმართა საერთაშორისო ტაეკვონდოს ფედერაციის 23-ე კონგრესი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ კონგრესის გადაწყვეტილებით საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციის ერთადერთი ოფიციალური წევრია ,,საქართველოს ტაეკვონდოს ი.ტ.ფ ფედერაცია''-ლევან წარეტაშვილის მეთაურობით. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა კლუბსა და ინსტრუქტორს ვისაც სურს გამოიყენოს საერთაშორისო ტაეკვონდოს ლოგო და სტატუსი იძულებული იქნება ითანამშრომლოს ჩვენს ორგანიზაციასთან. ეს გააძლიერებს კიდევ უფრო ჩვენს ორგანიზაციას და სამომავლო განვითარებას ხელს შეუწყობს, რადგან ი.ტ.ფ-ს სახელით მოქმედი მრავალი დაჯგუფება მხოლოდ პირადი ინტერესებით მოქმედებს და ხელს უშლის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.

დამატებითი სურათები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ,,Facebook''-ის გვერდზე ან მსოფლიო ფედერაციის საიტზე.

 



CDS © 2012