25-26 ნოემბერს პოლონეთში ქ. ლუბლინში ევროპის ფედერაციის პრეზიდენტის პირადი მიწვევით იმყოფებოდა საქართველოს ტაეკვონდოს ი.ტ.ფ ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან წარეტაშვილი. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოში ტაეკვონდო ი.ტ.ფ-ს განვითარება და პოპულარიზაცია. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ საქართველოს ი.ტ.ფ ფედერაციამ მოიპოვა საერთაშორისო ფედერაციის აღიარება და მხარდაჭერა. ჩვენი ორგანიზაცია მჭიდროთ თანამშრომლობს საერთაშორისო ფედერაციასთან და სულ მალე იგეგმება საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ოსტატების ჩამოყვანა.
საქართველოს ტაეკვონდო ი.ტ.ფ ფედერაცია მადლობას უხდის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტს ბ-ნ ტადეუშ ლობოდას გაწეული მხარდაჭერისთვის.