შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

სტუმრები საქართველოში

საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით,რაც ყოველთვის განსკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე. გამონაკლისი არც ჩვენი უცხოელი მეგობრები აღმოჩდნენ, ჩვენი ორგანიზაცია მუდამ მზადაა მიიღოს და გაუმასპინძლდეს ყველას, ვიც მოისურვებს უკეთ გაიცნოს საქართველო.

17 ივლისს საქართველოში ჩამოფრინდა გრეგორი ბრუნდიჯი,რომელიც გახლავთ ამერიკული სპორტული ჟურნალების ,,კუნფუ მაგაზინის’’ და ‘’ტაეკვონდო ტაიმსი’’-ს რეპორტიორი. იგი მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში , ეცნობა მათ კულტურას და საბრძოლო სახეობების განვითარების დონეს. მისი სტატიები ქვეყნდება შემდეგ საიტებზე taekwondotimes.com www.kungfumagazine.com www.fightingartsasia.com

       

    აეროპორტში დახვედრისა და სასტუმროში დაბინავების შემდეგ სტუმრისათვის მოეწყო ექსკურსია თბილისის გარშემო ფედერაციის პრეზიდენტ ლევან წარეტაშვილთან ერთად.

   ამავე პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ლეონარდო ოროს დუეკი, რომელიც ისრაელის ტაეკვონდოს ფედერაციის გენერალური მდივანი და ევროპის ფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრია. 19 ივლისს სტუმრებისთვის მოეწყო ექსკურსია მცხეთაში ფედერაციის გენერალური მდივნის ლაშა ხიზანაშვილის ხელმძღვანელობით.

   ჯვრისა და სვეტიცხოველის მონასტრების მონახულების შემდეგ სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები.

   ბატონმა ლეონარდომ მოინახულა თბილისში არსებული ტაეკვონდოს დარბაზები, მათ შორის იგი იმყოფებოდა ,,სეუ’’-ს უნივერსიტეტში სადაც ტარდება ტაეკვონდოს ვარჯიშები, სპორტული დარბაზი მდებარეობს მე-16 სართულზე და ერთ-ერთი საუკეთესო მდებორეობით გამოირჩვა საქართველოში..

   მოგახსენებთ რომ ივნისი-აგვისტო დასვენების პერიოდია, ამიტომ ვარჯიშები არასრული გრაფიკით ფუნქციონირებს. თბილისში ტაეკვონდოს 6 დარბაზია, ბ-ნი ლეონორდო კი სტუმრად იმყოფებოდა ფედერაციის ცენტრალურ დარბაზში , რომელიც მდებარეობს გურამიშვილის 14-ში, 141-ე  სკოლის ტერიტორიაზე . იგი დაესწრო ვარჯიშს, რის შემდეგაც  ოფისში გაიმართა საუბარი ფედერაციის პრობლემებზე და განვითარების გეგმებზე.

   

   აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ისრაელის ტაეკვონდოს ფედერაცია ისრაელის სპორტის სამინისტროს აღიარებული წევრია და მათი გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოს იტფ ფედერაცია მადლობას უხდის ბ-ნ ლეონარდოს ვიზიტისათვის და ჩვენი ორგანიზაციის განვითარების ხელშეწყობისთვის.

      21 ივლისს ჩვენი დარბაზი ბ-ნ გრეგორის მასპინძლობდა. იგი დაესწრო ჯგუფის ვარჯიშს და გაუზიარა საკუთრი ცოდნა ახალგაზრდებს.

    

     მსგავსი სტუმრების მიღება დიდი პატივია ჩვენთვის.  იგი აღაფრთოვანა იმ ფაქტმა რომ ჩვენი ჯგუფი ფუნქციონირებს ამერიკის საელჩოშიც და საკმაოდ წარმატებულად,ამ დროისათვის ტაეკვონდო ერთადერთი სახეობაა რომელიც ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და ხელმისაწვდომია საელჩოში მომუშავე პირებისათვის.

     

   დიდი მადლობა მას გაზიარებული ცოდნისთვის და ჩვენი ორგანიზაციის ასე საჯარო გაშუქებისთვის, მოუთმენლად ველოდებით მის რეპორტაჟს . ჩვენი ორგანიზაცია წარმატებით აგრძელებს განვითარებას და სექტემბრიდან მრავალ სიახლეს შესთავაზებს გულშემატკივრებს.

 

იხილეთ სტატია ევროპის ფედერაციის გვერდზე 

http://itfeurope.org/NL2016-03-12.html



CDS © 2012