შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

სემინარი ოლეგ სალავეისთან ერთად

 

 26-27 დეკემბერს საქართველოს ტაეკვონ-დო ი.ტ.ფ ფედერაციის მიერ პირველად ჩატარდა გაერთიანებული სემინარი,რომელსაც ხელმძღვანელობდა მოწვეული ინსტრუქტორი მე-5 დანი ოლეგ სალავეი,რომელიც უკრაინის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და ამავე დროს უკრაინის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია.იგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუქტორად ითვლება. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს იყო უდიდესი პატივი გვემასპინძლა ამ დონის პიროვნებისთვის. მან პირადად ნახა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ბოლო 1 წლის მანძილზე მიღწეული შედეგები შეაფასა.

2013 წელს ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე,რაც რეკორდული მაჩვენებელია ჩვენს ისტორიაში.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად  სტუმარმა დაატვალიერა უძველესი მარანი და დააგემოვნა მსოფლიოში უნიკალური ღვინო ოჯალეში. უნიკალური ქართული შავი ღვინო ოჯალეში, რომელიც მხოლოდ ამ ადგილას ხარობს.

26 დეკემბერს 3-6 საათზე გაიმართა სემინარი რომელშიც მონაწილეობდა ფოთის, სენაკისა და მარტვილის 90-მდე სპორტსმენი.

27 დეკემბერს წარმატებული სემინარის და შეხვედრების შემდეგ დას,საქართველოში, ოლეგი ესტუმრა თბილელ სპორტსმენებსაც სადაც მონაწილეობა მიიღო 36-მა სპორტსმენმა.

შეხვედრა დასრულდა რესტორანში ‘’ძველი ქალაქი’’,სადაც სტუმარმა ნახა ქართული ტრადიციული ცეკვები და ასევე ტრადიციული სამზარეულო.

ტაეკვონდო ი.ტ.ფ ფედერაცია დიდ მადლობას უხდის ოლეგ სალავეის ამ დიდი მეგობრული თანადგომისთვის, მან სემინარები უანგაროდ ჩაუტარა ქართველ სპორტსმენებს.



CDS © 2012