შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

მიზანი

ჩვენი მიზანია მოსწავლეთა ჩაბმა სპორტში მათი ფიზიკური და სულიერი გაკაჟების მიზნით,მოზარდთა შორის თავისუფალი დროის რაციონალური გამოყენების, სპორტული უნარ ჩვევებისა და მორალური ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის.

  • აღმოსავლური ორთაბრძოლა ,, ტაე კვონ დო''- როგორც სასწავლო დისციპლინა.
  • აღსაზრდელებისადმი საბრძოლო ილეთების სწავლება მათი ფიზიკური მონაცემებისა და ასაკობრივი ცენზის გათვალისწინებით.
  • საკვირაო, თვიური და წლიური გეგმების მიხედვით სწავლების პროპორციულად განხორციელებნის მიზნით სასწავლო სემინარების ჩატარება.
  • გუნდურ, საკლუბო, რესპუბლიკური და მსოფლიო მასშტაბით შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება
  • ყოველ კვარტალურიჩათვლა-სემინარების მოწყობა,სპორტული კვალიფიკაციის განსაზღვრა და მინიჭება, პროფესიული დაოსტატების სრულყოფის მიზნით.
  • პერიოდული საუბრები მოსწავლეებთან მორალსა და ზნეობასთან დაკავშირებით; სპორტული, ვჟკაცური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; სპორტული დისციპლინა, კოლეგიალურობა, ურთიერთპატივისცემა,სპორტული ფორმის პატივისცემა, ეთიკისა და სხვა ზნეობრივი მოქალაქეობრივი კატეგორიების შეგნება.
  • დაუნდობელი ბრძოლა მავნე ჩვევებთან: მოწევა, აზარტული თამაშები, ნარკოტიკები და მსგავსი ქმედებები.
  • ,,ტაე კვონ-დო''-ს როგორც სპორტის ერთ-ერთი სახეობის პროპაგანდა და პოპულარიზაცია, სპორტში მონაწილეთა მზარდი რაოდენობის ჩაბმის მიზნით.
  • კვალიფიცირებულ ინსტრუქტორთა ჩაბმა მიმდინარე საქმიანობაში და მათი დაოსტატების შემდგომი ამაღლება სპორტული საქმიანობის ციკლის უწყვეტობის გათვალისწინებით.

  იყო ქვეყნის სახე ეს საამაყოა და ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ვემსახურებით სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ვხსნით ახალ ფილიალებ. ჩვენ გვესმის ყოველი ადამიანის, მიუხედავად მისი მოთხოვნების, საცხოვრებელი ადგილის, შემოსავლისა თუ ასაკისა.  ყოველი დღე ჩვენთვის არის გამოწვევა ვიყოთ ქვეყნის წამყვანი სპორტული ორგანიზაცია, ვიზრუნოთ ქართული სპორტის განვითარებაზე და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება.



CDS © 2012