შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი 2016

 25 დეკემბერს ჩატარდა საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი და კონტაქტური კარატეს ჩემპიონატი. სხვადასხვა ფედერაციებთან ერთად ჩვენი ორგანიზაციაც მონაწილეობდა ფესტივალში საჩვენებელი გამოსვლით.

 ეს ღონისძიება წელს მესამედ ჩატარდა და ყოველ წელს იზრდება ინტერესი ფესტივალის მიმართ.  სამწუხაროდ მრავალი გაურკვეველი სახეობის ფედერაცია იქმნება ჩვენს ქვეყანაში, რაც სულ უფრო აბნევს სპორტსმენებსა და მშობლებს, ასეთი ფესტივალები კი ხელს უწყობს ორგანიზაციებს რომლებიც თავს არ ზოგავენ წინსვლისთვის და ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ მეტი მოზარდის ჩაბმას ჯანსაღი ცხოვრების რიტმში.

  ეს რიგით მეორე საჩვენებელი გამოსვლა იყო ჩვენი ბიჭებისათვის და წარმატებით გაართვეს თავი დაკისებულ მოვალეობას.

ყოველი გამოსვლის მიზანია ვანახოთ ტაეკვონდოს უპირატესობები, მაღალი დარტყმებით ,სუნთქვებითა და ტალღებით შესრულებული მოძრაობები ტაეკვონდოს საფირმო ნიშანია.

  ფესტივალში ტაეკვონდოსთან ერთად მონაწილეობდნენ უშუს,აიკიდოს,კარატეს,ჯიუ-ჯიცუსა და ქართული საბრძოლო ხელოვნება ,,შავფაროსნების'' წარმომადგენლები.

  აქვე მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სპორტსმენებს რომლებმაც მცირე დროში შეძლეს საჩვენებელი გამოსვლის მომზადება. მონაწილეობდნენ:

ლევან წარეტაშვილი

ნიკა ნინუა

კობა ყალიჩავა

იაგო მეტრეველი

ბექა მათურელი

თორნიკე მათურელი

კუკური კლიმიაშვილი

ნიკოლოზ რაზმაძე

ელენე მექვაბიშვილი

ზაზა პერტენავა

ფესტივალის დასრულების შემდეგ დასახელდნენ ჩვენი ორგანიზაციის წლის საუკეთესო სპორტსმენები.

2015 წლის საუკეთესო იუნიორი ფერადი ქამარი სპორტსმენი - ოთარ წოწონავა.

2016 წლის საუკეთესო იუნიორი ფერადი ქამარი სპორტსმენი- კუკური კლიმიაშვილი და მიშა გორთამაშვილი.

 კუკური კლიმიაშვილი საზეიმო ვითარებაში თავად სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და იაპონიის ელჩმა დააჯილდოვა.

ფესტივალით საზეიმოდ დაიხურა 2016 წელი, რომელიც საუკეთესო წლად გამოცხადდა ჩვენი ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში. მრავალი წარმატებიდან გამოირჩევა ევროპისა და მსოფლიოს თასებზე მოპოვებული 2-2 ოქროს მედალი. 2016 წელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენს ისტორიაში.

დამატებუითი ფოტო ---------------

 

 



CDS © 2012