13 დეკემბერს თბილისში სტუმრად იმყოფებოდა სასომხეთის ტაეკვონდოს ფედერაციის ინსტრუქტორი ლევონ ავაგიანი. ბატონი ლევონი არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ტაეკვონდოს კლუბის ხელმძღვანელი ერევანში.
საერთო ვარჯიშის შემდეგ გაიმართა გამოცდა ფერად ქამრებზე.
ჩვენი ორგანიზაცია ძლიერდება რეგიონში და სულ მალე შევძლებთ მაშტაბური ღონისძიებების გამართვას სომეხ მეგობრებთან ერთად.
17-20 დეკემბერს გაიმართება საშობაო ტურნირი ბელარუსიააში ქ.მინსკი. სადაც ჩვენი ორგანიზაციის ფერად ქამრიანი მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია,რომ პირველად საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი 7 წლის სპორტსმენები დავით შარიქაძე და გიორგი ლომიძე. სწორედ ამ ასაკიდან იწყება სპორტსმენების ჩემპიონებად აღზრდა.
შეჯიბრებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს წალენჯიხის სკოლის წარმომადგენელი კოკა ფიფია, ხოლო თბილისიდან ზაზა პერტენავა და ლაშა გამგონეიშვილი