შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

ევროპის თასი 2016

   24 ივნისს სტარტი აიღო ევროპის თასის ტურნირმა ტაეკვონდოში იუნიორებსა და სენიორებს შორის. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც 12 წევრისგან შედგებოდა, წარმატებით იასპარეზა.

   ჩვენი გუნდი დაკომპლექტდა თბილისის ,მარტვილის,მცხეთის, თიანეთისა და სენაკის სპორტსმენებისგან.

   3 დღიანი დაძაბული ბრძოლების შემდეგ ჩვენს ანგარიშზეა 2 ოქოს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ სპარინგში, კადეტი -36 კგ ბექა ხუნწარია || ადგილი (სენაკი)

იუნიორი -50კგ კუკური კლიმიაშვილი | ადგილი (თბილისი)

იუნიორი -56კგ მიშა გორთამაშვილი | ადგილი (თიანეთი)

იუნიორი -62კგ ირაკლი ბერაია ||| ადგილი (სენაკი)

იუნიორი -68კგ წოწონავა ოთარი || ადგილი (მარტვილი)

იუნიორი+75 კგ გიორგი ხუნჯუა || ადგილი (სენაკი)

სენიორი პროესიონალი -78 კგ ლევან წარეტაშვილი || ადგილი (თბილისი)

სენიორი პროფესიონალი -85კგ გიორგი არაბული || (თბილისი)

გუნდურ სპარინგში იუნიორებს შორის წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს: დავით კალანდარიშვილმა,კუკური კლიმიაშვილმა,მიშა გორთამაშვილმა,გიორგი ხუნჯუამ და ოთარ წოწონავამ.

გუნდურ სპარინგში სენიორებს შორის წარმატებით იასპარეზეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს: მირზა ყვავაძემ,ნიკა ნინუამ,გიორგი არაბულმა და ლევან წარეტაშვილმა.

მეხუთე წევრის არყოლის მიუხედავად ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა ფინალში გასვლა ბელარუსიისა და მასპინძელი რუმინეთის დამარცხების შემდეგ, სადაც მცირე სხვაობით დამარცხდა უნგრეთის ნაკრებთან .

25 ივნისს საგამოს 7საათზე გაიმართა გალა ფინალი და შეჯიბრის ოფიციალური გახსნის ცერემონია,რომელში მონაწილეობაც ყელა სპორტსმენისთვის მეტად საამაყოა. -78 წონით კატეგორიაში ფინალური ბრძოლა ჩაატარა ლევან წარეტშვილმა იტალიელ მეტოქესთან და ქულათა სხვაობით დასჯერდა ვიცე ჩემპიონობას.

აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მსგავსი დონის ტურნირში პროფესიონალებს შორის ჯერ არავის უასპარეზია საქართველოს სახელით და ეს ფაქტი მეტად საამაყოა ჩვენი ორგანიზაციისთვის. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენი ორგანიზაციის სწორ კურსს და ტაეკვონდოს განვითარების სწრაფ ტემპებს საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ტაეკვონდოს იტფ ფედერაცია ოფიციალურად საქართველოში 2012 წლიდან არსებობს და ამ მოკლე დროში მიღწეული შედეგები მეტად შთამბეჭდავია.

 დამატებითი ფოტო და ვიდეო მასალა იხილეთ ლინკზე → • • • ←



CDS © 2012