16-17 იანვარს ვროსლავი,პოლონეთში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი ,,ტაეკვონდიქსი''.
ეს არის სპეციალურად შემუშავებული პროგრამა ინსტრუქტორებისათვის, რომლებიც ავარჯიშებენ ბავშვებს 4 დან 6 წლამდე. მსგავსი სემინარები ხელს უწყობს ბავშვების სპორტით დაინტერესებას, მრავალი თამაშებისა და მხიარული ვარჯიშების მეშვეობით.
აღნიშნულ სემინარში მონაწილეობდა 10 ქვეყნის 59 ინსტუქტორი, მათ შორის საქართველოდან იმყოფებოდნენ ლევან წარეტაშვილი(მე-4 დანი) და მირზა ყვავაძე (მე-2 დანი)