შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

ზოგადი მიმოხილვა

   ძველი საბრძოლო სახეობებიდან არჩეულმა საუკეთესო საბრძოლო მოძრაობებმა გაიარეს სამეცნიერო კვლევითი პერიოდი და მოაღწიეს ჩვენამდე ტაეკვონდოს სახელით. ტაეკვონდოს ილეთები ჰარმონიულად ეწყობა ადამიანის ფიზიკურ და სულიერ აგებულებას. სწორედ ამიტომ იგი არის საუკეთესო საშვალება ჯანმრთველობის,სისწრაფისა და გონებრივი შესაძლებლობებისათვის. ვარჯიში ხასიათდება მარტივად და დამწყებებს საშვალება აქვთ იოლად აითვისონ ილეთები. ისინი სწავლობენ მოძრაობებს, რომლებიც თანდათან რთულდება,ხოლო პრაქტიკაში მათი გამოყენება მარტივდება. ტაეკვონდოს საიდუმლოს ამოხსნა შესაძლებელია მხოლოდ სწორი ვარჯიშით, როგორც გენერლის მიერ შექმნილ ენციკლოპედიაშია აღწერილი. ყოველი მოძრაობა არის ამ საიდუმლოს ნაწილი და ყოველი მათგანი შეადგენს სრულყოფილ სახეობას. სწორედ ეს სისტემა ხდის საინტერესოს ამ სახეობას და ამიტომაც მოიპოვა პოპულარობა, მოკლე დროში, მთელს მსოფლიოში. ამიტომ ყოველწლიურად ტარდება მრავალი სემინარი და ტრენინგი ინსტრუქტორებისთვის, რათა ერთიანი სასწავლო სისტემა განვითარდეს. ინსტრუქტორის ხარისხი განისაზღვრება მსგავსი განვლილი სემინარის რაოდენობით.

  ტაეკვონდო შედგება 3000-ზე მეტი ილეთისგან. თითოეული მათგანი შეიძლება შევადაროთ ნოტებს რომლების ერთობლიობა,სხვადასხვა კომბინაცია, ქმნის ჰარმონიულ მელოდიას. ამ ილეთების შესრულებისთვის საჭიროა სხეულის სრული მობილიზება,ბალანსი,კოორდინაცია.

 არ არსებობს ილეთის დასრულებული სახე, რადგან იგი ყოველთვის იხვეწება და ვითარდება.

თული

  სხვადასხვა ილეთების ერთობლიობას, ილეთების კომპლექსს ჰქვია თული. ეს ერთგვარი ჩრდილთან,უხილავ მეტოქესთან, ბრძოლაა. გენერალმა შეიმუშავა 24 თული, რაც სიმბოლურად უკავშირდება დღე-ღამის 24 საათს - როგორც სიმბოლო უწყვეტი განმეორების, მარადისობის. ყოველი თულის სახელი,მოძრაობების რაოდენობა და დიაგრამა სიმბოლურად უკავშირდება კორეასა და კორეელ გმირებს.

  ტაეკვონდოსთვის დამახასიათებელია სუნთქვა და ტალღა, სწორედ ეს გამოარჩევს ამ სახეობას მის წინამორბედებისაგან. სწორი სუნთქვა და ტალღა ადამიანს აძლევს მეტ ენერგიას, კოორდინაციასა და ბალანსს. 

 თულებში შეჯიბრი ტარდება როგორ ინდივიდუალურად ასევე გუნდურად. გუნდი უნდა შედგებოდეს 5 სპორტსმენისგან. ყოველი თულის დეტალური ახსნა მოცემულია ტაეკვონდოს ენციკლოპედიაში.

 

სპარინგი

სპარინგი არის ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკული გამოყენება. ეს აუცილებელია იმ მოსწავლეთათვის, რომლებსაც სურთ პროგრესი.სპარინგი უნვითრებს მოსწავლეს თვითდაჯერებულობას, თვითკონტროლსა და გამბედაობას.

 არსებობს ორი სახის სპარინგი. ესენია: თავისუფალი სპარინგი და საჩვენებელი სპარინგი. შეჯიბრი ტარდება ორივე მათგანში.

საჩვენებელი სპარიბგი არის უკონტაქტო, ამ დროს მეტოქეები წინასწარ თანხმდებიან ილეთების თანმიმდევრობასა და დარტყმის მიმართულებაზე.არსებობს 3 ნაბიჯიანი საჩვენებელი სპარინგი (დამწყებებისთვის), 2 ნაბიჯიანი სპარინგი (საშვალო დონისთვის) და 1 ნაბიჯიანი სპარინგი ( მაღალი დონის სპორტსმენებისთვის). ეს მოძრაობები ეხმარება მოსწავლეს უკეთ აითვისოს ილეთები და რეალურად გაიგოს მათი მნიშვნელობა, ისწავლოს დისტანციისა და სიზუსტის პრაქტიკული მნიშვნელობა.ასევე ამ დროს ვითარდება ადამიანის  თავდაცვისა და საპასუხო შეტევის რეფლექსები. შეჯიბრის დროს სპორტსმენებს ეძლევათ განსაზღვრული დრო,რომლის დროსაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ილეთი ტაეკვონდოდან და მხოლოდ 1 აკრობატული ილეთი. სპორტსმენი დამარცხებულად ცხადდება თუ მან გადააჭარბა მიცემულ დროს, ან თუ გამოიყენა 1ზე მეტი აკრობატული ილეთი.

თავისუფალი სპარინგი

თავისუფალი სპარინგი არის სრულიად დაუგეგმავი, ამ დროს სპორტსმენები კონტროლირებადი დარტყმებით ცდილობენ მოიპოვონ ქულები, წესების დაცვით.  წესების მიხედვით იკრძალება: ქამრის ქვევით დარტყმა, ზურგში დარტყმა, მეტოქის შებოჭვა ან წაქცევა.

ქულები:

დარტყმა ხელით თავში ან სხეულზე - 1 ქულა

ფეხის დარტყმა სხეულზე - 2 ქულა

ფეხის თავში დარტყმა - 3 ქულა

სპორტსმენი იღებს მკაცრ გაფრთხილებას : არასპორტული საქციელისთვის, უკონტროლო დარტყმისთვის, 2 მკაცრი გაფრთხილების შემდეგ სპორტსმენი იღებს დისკვალიფიკაციას.

სავალდებულოა შლემის,ხელთათმანის, ფეხის დამცავის, კაპისა და პახსაცავის გამოყენება სპარინგის დროს.

ტეხვები

ტეხვები შედის როგორც საგამოცდო სისტემაში ასევე იგი არის შეჯიბრების ერთ-ერთი დისციპლინა. სპორტსმენები სპეციალური დაფების მტვრევით ავლენენ ფიზიკურ მომზადებას. ბიჭებში ტარდება 5 სხვადასხვა დარტყმაში: 2 ხელით, 3 ფეხით. ხოლო გოგონებში 3 დარტყმაა: 2 ხელით, 1 ფეხით.

სპორტსმენს ეკრძალება რაიმე სახის დამცავის გაკეთება ტეხვების დროს, ამის გამო ეს სახეობა საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხშირია ტრავმები,მოტეხილობები.

 

სპეც ტექნიკა-სიმაღლეში დარტყმები

სიმაღლეში დარტყმები, ტეხვების მსგავსად, არის მოსწავლის ფიზიკური მომზადების შემოწმების საშვალება. ყოველი შემდეგი გამოცდისას მოსწავლის ნორმატივები იზრდება და იგი ვალდებულია გამოავლინოს არსებულზე გაუმჯობესებული მონაცემები.

 შეჯიბრი ტარდება როგორც ინდივიდუალურად ასევე გუნდურად. გოგონებში 3 დარტყმაა ხოლო ბიჭებში 5. შესაბამისად გუნდური შეჯიბრის დროს საჭიროა 5 ბიჭი და 3 გოგონა. 

ეს არის მეტად ლამაზი და სანახაობრივი შეჯიბრი ამიტომ შეჯიბრის დროს მაყურებლის დიდ ყურადღებას იქცევს.

შეჯიბრის ნორმატივები:

 

 

ტვიმიო ნოპი

   აპ ჩაგი

    ტვიმიო დოლიო

          ჩაგი     

    ტვიმიო ბანდე  

      დოლიოჩაგი

  ტვიო დოლიმიო   

     იობჩაგი

   ტვიმიო ნომო  

     იობჩაგი

იუნიორი გოგო            200           180          --     --      100
იუნიორი ბიჭი     230           210         200       190      120
სენიორი გოგო     210           190           --       --      110
სენიორი ბიჭი     240           220          210      200      130

 

 

 

 

 

 

 

ტაეკვონდოს ყოველი ილეთი არის თავდაცვისთვის.ყოველ მოსწავლეს ეკრძალება დარბაზში ნასწავლის გამოყენება პირადი ინტერესებისთვის, დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. შეჯიბრის დროს იკრძალება იდაყვის,თითებისა და მუხლის გამოყენება. მაგრამ თავდაცვის დროს სწორედ სხეულის ამ ადგილებს აქვს მნიშვნელოვანი როლი. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ტაეკვონდო არის სრულყოფილი საბრძოლო სისტემა,რომელიც შედგება მრავალი სახიფათო საბრძოლო ილეთისგან.

 

ტაეკვონდო გთავაზობთ პრაქტიკულ,რეალურ და ეფექტურ სისტემას !



CDS © 2012