2 ივლისს საქართველოს ტაეკვონდოს ი.ტ.ფ ფედერაციის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტიდ იმყოფებოდა საერთაშორისო ტაეკვონდოს ფედერაციის სათაო ოფისში (ესპანეთი.ბენიდორმი) შეხვედრის მასპინძლებმა ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაკო ფერანდომ და საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ხუან ფერანდომ გულთბილად მიიღეს სტუმარი და ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს, დიდი მადლობა მათ ამ შეხვედრისთვის. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ჩვენს რეგიონში არსებული რთული სამოქმედო პირობები და ამ პრობლემების დაძლევის გზები. ესარის ერთადერთი ორგანიზაცია რომელიც გამოირჩევა მართვის გამჭვირვალე სისტემით, ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს ინსტრუქტორის კვალიფიკაცია ინტერნეტის მეშვეობით ლინკზე: http://tkd-itf-online.org/en/login.aspx საჭიროა ამ ლინკზე ჩაწეროთ ინსტრუქტორის პირადი ნომერი და ბოლო გამოცდის ტარიგი(წელი,თვე,რიცხვი) შედეგი სახეზე იქნება. სამწუხაროდ მრავალი არალიცენზირებული ინსტრუქტორი ახდენს ხალხის მოტყუეებას რომლებიც დამოუკიდებლად ცდილობენ პირადი სარგებლის მიღებას. გადაამოწმეთ ტქვენი ინსტრუქტორი!!! ნუ მოიტყუებთ თავს.
https://www.facebook.com