შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

ევროპის თასი 2014 ბუდაპეშტი

დასრულდა ევროპის თასი 2014, რომელიც უნგრეთში,ბუდაპეშტში ტარდებოდა 10-12 ოქტომბერს. მინდა ჩვენს გულშემატკივრებს დეტალურად მივაწოდო ინფორმაცია ყველა მონაწილის შესახებ: ჩვენი გუნდი 8 ოქტომბერს ჩამოვიდა ბუდაპეშტში და ადგილზე გაიარა რამდენიმე მოსამზადებელი ვრარჯიში,რათა სპორტსმენები შეგუებოდნენ გარემოს და აკლიმატიზაციის გამო არ შექმნოდათ პრობლემები. 10ოქტომბერს აწონვებზე შეიქმნ მცირედი პრობლემა რადგან ოთარ წოწონავა აღმოჩნდა 1 კგ-ით მეტი,მაგრამ მიცემულ 1 საათში მან შეძლო ზედმეტი წონის დაკლება. 11ოქტომბერს დაიწყო ევროპის თასის ტურნირი და პირველი ირაკლი წულაია (-63)გავიდა ასპარეზზე და უნგრელ სპორტსმენთან დმარცხდა 3:0 მეორე ლევან წარეტაშვილს მოუწია ასპარეზობა (-78) მან პირველ წრეში პოლონელ მეტოქეს სძლია და მეორე ბრძოლა უკრაინელ სპორტსმენთან დამატებით მე3 რაუნდში მსჯების გადაწყვეტილებით წააგო 2:1 ბრძოლებე ბანახლდა12 ოქტომბერს: პრველი სოფიკო ჩიტაურს მოუწია პოლონელ მეტოქესთან შებრძოლება და დამარცხდა მძიმე ორთაბრძოლაში. აქვე მინდა ავღნიშნო,რომ პოლონელი გოგონა ერთერთი საულეთესო იყო (-62) და იგი გახდა ტურნირის გამარჯვებული ამ წონაში..სოფიკო პირველი შავქამრიანი გოგონაა რომელიც ასეთი დონის ტურნირზე გამოვიდა საქართველოს სახელით. დაძაბულდ განვითარდ მოვლენები რადგან ერთდროულად 3 ტატამზე მოუწიათ ქართველ სპორტსმენბს აპარეზობა: ხატია ჯიქიამ (მარტვილი) მძიმე ორთაბრძოლაში დამარცხდა პოლონელ გოგონასთან, ნიკა ნაჭყებიამ აქტიურად დაიწყო ტურნირი პირვლი წრე წარმატებით გაიარა და მეორე წრიდქნ გამოეთიშა ტურნირს. წარმატებით იასპარეზა ოთარ წოწონავამ (-55 იუნიორი) მან 4 ბრძოლა მოიგო და ფინალში მასპინძელ უნგრელთან 2 ქულის სხვაობით დამარცხდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ნახევარფინალში ოთარის მეტოქე იყო ბელარუსიელი სპორტსმენი რომელთანაც თანაბარი ბრძოლის გამო ოთარს მოუწია დამატებითი მე3 რაუნდის შემდეგ კი დამატებით 1 ქულაზე ბრძოლა. დამატებით ქულაზე ბრძოლა 20 წუთს გძელდებოდა,რაც იშვიათად ხდება ტაეკვონდოში და ოთარის გამარჯვებით დასრულდა.(რაუნდი არის 2 წუთიანი) მძიმე ბრძოლაში დამარცხდნენ ზვიად სტამოსი(-70) და ბექა ინიაშევი(+85) ნახევარფინალში დამარცხდა გენრიდი წახნაკია და მე3 ადგილი დაიკავა. მინდა ჩვენი ფედერაციის სახელით მივუსამძიმრო ზაზა ლემონჯავას მამის გარდაცვალება,მან შეჯიბი 11 ოქტომბერს დატოვა და დაბრუნდა საქართველოში. ჩვენი გუნდი 14ოქტომბერს დაბრუნდება საქართველოში 1ბრინჯაოს და 1 ვერცხლის მედლით

https://www.facebook.com/media/set/?set=a.744124932324815.1073741853.317086561695323&type=3



CDS © 2012