შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

ჩვენს შესახებ

საქართველოს ტაეკვონდოს ი.ტ.ფ ფედერაცია ჩამოყალიბდა 2010 წელს.  დამფუძვნებლები არიან ლაშა ჯოლოგუა,ზაზა ჭელიძე და ლევან წარეტაშვილი.

  ჩვენი ორგანიზაცია აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებს, დაახლოებით ორასზე მეტ წევრს. ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება გახდა საჭირო რათა მომხდარიყო ტაეკვონდოს ტრადიციული მიმდინარეობის (იტფ-ს) შენარჩუნება და გაძლიერება საქართველოში. ჩვენ არ ვცდილობთ ახალი საქმის წამოწყებას, ჩვენ უბრალოდ ვიზიარებთ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას, ვიზიარებთ მათთან მიმდინარე მოვლენებს. 


მიზანი

ჩვენი მიზანია მოსწავლეთა ჩაბმა სპორტში მათი ფიზიკური და სულიერი გაკაჟების მიზნით,მოზარდთა შორის თავისუფალი დროის რაციონალური გამოყენების, სპორტული უნარ ჩვევებისა და მორალური ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის.

  • აღმოსავლური ორთაბრძოლა ,, ტაე კვონ დო''- როგორც სასწავლო დისციპლინა.
  • აღსაზრდელებისადმი საბრძოლო ილეთების სწავლება მათი ფიზიკური მონაცემებისა და ასაკობრივი ცენზის გათვალისწინებით.

ჩვენი ლოგო

 

      ქართული ხუთჯვრიანი დროშა ერთიანობის, ერთ მუშტად შეკრული ქვეყნის სიმბოლოა. 

     შეკრული მუშტი სიმბოლოა ერთიანობის და ამ ერთიანობით მიღწეული ძალის, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის გავაერთიანოდ საქართველო ერთი იდეის, ერთი მიზნის მიმართულებით: გავაძლიეროთ ქვეყანა ჩვენი სიძლიერით.

  ემბლემაზე დატანებული კორეული იეროგლიფები იშიფრება როგორც ,,ტაე- ნახტომში ფეხის დარტყმა'' სიმსუბუქის თავისუფლების სიმბოლო და ,,დო- ბედისწერის გზა'' ესაა ადამიანის ცხოვრების გზა დაბადებიდან მის ბოლო წუთამდე.

  ამ ყოველივეს ერთიანობით ჩვენ შევძელით ქართული და კორეული სიმბოლიკის შეხამება, რომელიც დაღად დაედება ყოველივე ჩვენ წამოწყებულ საქმეს და იქნება ორგანიზაციის იმიჯის ერთ-ერთი ნაწილი.


ჩვენი დევიზი

 

 

 

ჩვენი დევიზი -   ერთად ყველაფერს შევძლებთ!!!



CDS © 2012