შემოგვიერთდით! |
|
მსოფლიო ფედერაცია |
|
Facebook |
|
მომავალი ღონისძიებები |
|
პარტნიორები |
|
|
სემინარი დას.საქართველოში |
10-11 აგვისტოს ტრადიციული სემინარი ჩატარდა ფოთში დას.საქართველოს სპორტსმენებისა და ინსტუქტორებისათვის. მოწვეულმა ინსტრუქტორმა -არტიომ კიჩკომ სპორტსმენებს ორდღიანი ვარჯიშები ჩაუტარა.
|
საზაფხულო შეკრება 2017 |
3-10 აგვისტოს ჩატარდა საზაფხულო შეკრება 2017 ატენის ხეობაში. თბილისელ და თიანეთელ სპორტსმენებს ვარჯიშები ჩაუტარა სპეციალურად მოწვეულმა ინსტრუქტორმა არტიომ კიჩკომ, კიევის ფედერაციის პრეზიდენტმა.
|
მარტვილის თასი 2017 |
15 ივნისს მარტვილმა რიგით მე-6 ტაეკვონდოს ტურნირს უმასპინძლა. ,,მარტვილის თასი'' ტრადიციულად მარტვილის მუნიციპალიტეტისა და სასპორტო სკოლის დახმარებით ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობდა თბილისის, ფოთის, სენაკის, აბაშის, წალენჯიხის, თიანეთისა და მარტვილის სპორტსმენები. სულ 95 სპორტსმენი.
|
სემინარი თბილისში |
10 ივნისს ჩატარდა სემინარი-გამოცდა თბილისისა და თიანეთის სპორტსმენებისათვის. ჩვენს ორგანიზაციას ოფიციალურად შეემატა ორი ლიცენზირებული ინსტრუქტორი: მიშა გორთამაშვილი და გიორგი საღირაშვილი. ჩვენი სპორსმენები ემზადებიან მარტვილის თასისათვის,რომელიც 15 ივნისს ჩატარდება მარტვილში.
|
საჩვენებელი გამოსვლა |
9 ივნისს ჩატარდა საჩვენებელი გამოსვლა თბილისის საერთაშორისო სკოლაში. (QSI- International School of Tbilisi)
|
ბაქოს ღია ჩემპიონატი |
წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა 4ივნისს ბაქოში გამართულ ტურნირზე. ჩვენი გუნდი სამი სპორტსმენისაგან შედგებოდა: 1. დავით ქიქავა - 35 კგ. სპარინგი მე-2 ადგილი, თული 1-ლი ადგილი. 2. ასლანი ბადალოვი - 45 კგ. სპარინგი მე-3 ადგილი,თული მე3 ადგილი. 3. გიგი ჭელიძე - -50 კგ. თული მე-2 ადგილი
|
სენაკის ღია ჩემპიონატი |
მიმდინარე წლის 3–ივნისს სენაკის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა სენაკის ღია ჩემპიონატი "ტაეკვონ–დო" –ში.
|
მეგობრული ვიზიტი ერევანში |
27 მაისს მეგობრული ვიზიტით ეწვია ერევანს ლევან წარეტაშვილი. 60-მდე სომეხმა სპორტსმენმა გაიარა სემინარი და გაეცნო საერთაშორისო ტაეკვონდოს ფედერაციის წესებს. სემინარის ორგანიზატორი იყო ლევონ ავაგიანი,რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ტაეკვონდოს კლუბის ხელმძღვანელია სასომხეთში.
|
კიევის ღია ტურნირი |
ოქრო,ვერცხლი და ბრინჯაო - ჩვენი სპორტსმენების შედეგები კიევის ღია ტურნირზე.
|
სემინარი და გამოცდა |
14 მაისს გაიმართა დას.საქართველოს სემინარი და გამოცდა. მარტვილის,ფოთის,წალენჯიხის,აბაშისა და სენაკის 80-ზე მეტმა სპორტსმენებმა მიიღო სემინარში მონაწილეობა.
|
|