შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

ევროპის ჩემპიონატი 2017

 20-23 აპრილს სოფია,ბულგარეთი მასპინძლობდა ევროპის ჩემპიონატს ტაეკვონდოში. 31 ქვეყნის 594 პროფესიონალი სპორტსმენი შეეჯიბრა ერთმანეთს ევროპის საუკეთესო ტაეკვონდოისტის ტიტულისათვის.

  ევროპის ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება იუნიორ და სენიორ სპორტსმენთა შორის,რომელთაც გააჩნიათ შავი ქამრის ტიტული. (პროფესიონალები).

 ჩვენი გუნდისშემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

ლევან წარეტაშვილი - პრეზიდენტი

მორის სანაია (სენაკი) - ინსტრუქტორი.

1️⃣ ნიამადინ კარიმოვ (მარნეული) - სენიორი -63კგ

2️⃣ კუკური კლიმიაშვილი (თბილისი) -იუნიორი -50კგ

3️⃣გიორგი გუნია (სენაკი) - იუნიორი -56კგ

4️⃣დავით კალანდარიშვილი (სენაკი) - იუნიორი -68კგ

5️⃣გიორგი ხუნჯუა (სენაკი)- იუნიორი +75კ

 

  ევროპის თასისა და მსოფლიო თასის ტურნირების მოგების შემდეგ, კუკური კლიმიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ჩვენ ისტორიას შეემატა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება. იგი პირველია ვინც მსგავსი დონის ტურნირში მედალი  მოუპოვა ქვეყანას. მან  პირველი წრე რუს სპორტსმენთან დაძაბული ბრძოლის შედეგად მოიგო, მეორე წრეში რუმინელ სპორტსმენთან მოიპოვა გამარჯვება, ნახევარფინალში კი მცირე უპირატესობით დათმო ორთაბრძოლა ბოსნიელ სპორტსმენთან. ამ უკანასკნელმა კი ფინალში სლოვენიელი სპორტსმენი დაამარცხა და გახდა ევროპის ჩემპიონი.

რთული ორთაბრძოლები ჩაატარეს ჩვენმა იუნიორმა სპორტსმენებმა გიორგი გუნიამ და გიორგი ხუნჯუამ, მაგრამ შეჯიბრს გამოეთიშნენ პირველი წრიდან.

 დავით კალანდარიშვილმა პირველი ბრძოლა სომეხ სპორტსმენთან მოიგო, მეორე ბრძოლა კი დათმო ბოსნიელ სპორტსმენთან.

 სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო სენიორ სპორტსმენებში მხოლოდ ერთი სპორტსმენი იყო წარდგენილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან. ნამიკ კარიმოვი (მარნეულის სკოლის წარმომადგენელი) -63 კგ კატეგორიაში მონაწილეობდა. მან პირველივე წრეში დათმო მოგება შოტლანდიელ მეტოქესთან.

 აღსანიშნავია სპორტსმენებისა გამორჩეულად მაღალი დონე. მსგავსი ხარისხის შეჯიბრზე მედლის  მოპოვება ძალიან დიდი წარმატებაა მთელი ქვეყნისათვის.

  ჩვენი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან შემდეგი ტურნირებისთვის.



CDS © 2012