შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

ეტიკეტი

          დარბაზში ნასწავლი ილეთების გამოყენება დარბაზს გარეთ სასტიკად იკრძალება!!!

საერთო მოთხოვნები

     სპორტსმენს, რომელიც დარბაზში სავარჯიშოდ შედის ,უნდა ეცვას ტაეკვონდო იტფ-ის ფორმა (დობოკი) წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნდა დადგეს ბოლოში მიუხედავად ქამრის ან წოდების. ვარჯიში იკრძალება შორტებში,ზედის გარეშე ან მაისურში, ფრჩილები ხელებზე და ფეხებზე მოკლედ უნდა ჰქონდეს შეჭრილი ,რათა გუნდელს ან პარტნიორს არ მიაყენოს ზიანი. მძივები, საყურეები, მედალიონები და ა.შ უნდა მოიხსნათ დარბაზში შესვლამდე, გრძელი თმები რეზინით უნდა იყოს შეკრული ისე ,რომ ხელი არ შეგიშალოთ ვარჯიშისას.არ გამოიყენოთ პლასტიკური ან რკინის თმისამაგრი, მამაკაცებისთვის სასურველია დაბალზე შეჭრილი თმა. დობოკი უნდა იყოს ყოველთვის გარეცხილი და გაუთოვებული. დობოკის ქვეშ შესაძლებელია თეთრი მაისურის ჩაცმა. არ არის სასურველი სხვისი ინვენტარის გამოყენება(დამცავები,ფორმა და ა.შ). დარბაზში უნდა შეხვიდეთ ჩაცმული. იკრძალება დარბაზში გამოცვლა და ქამრის მოხსნა ვარჯიშის დამთავრების შემდეგაც. ქამარი უნდა იყოს ერთი წრე და მისი ბოლოები ერთ სიგრძეზე. დარბაზში შესვლა დაშვებულია მხოლოდ ფეხშველი. დარბაზში შესვლისას უნდა მიესალმოთ დარბაზს და მაქსიმალურად განეწყოთ ვარჯიშისთვის დარბაზში სიზარმაცე დაუშვებელია, ამიტომ მოსწავლე რომელიც გარეთ გასვლას ითხოვს, ან ინსტრუქტორის დავალებას ასრულებს დარბაზში სწრაფად უნდა იმოძრაოს. დარბაზიდან გასვლისას ასევე უნდა მივესალმოთ დარბაზს. იკრძალება დარბაზიდან თვითნებურად გასვლა. ვარჯიშზე დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე ისჯება, შემდეგ მოსწავლემ უნდა ითხოვოს ვარჯიშის ნება და დადგეს ბოლოში მიუხედავად წოდების. დარბაზში იკრძალება ჭამა,დალევა, მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, უცენზურო სიტყვების გამოყენება, ხმამაღლა ლაპარაკი, ეს ყველა დარბაზში მყოფს ეხება, იმათაც ვინც საყურებლად არის მოსული. ვარჯიშის დროს აკრძალულია ლაპარაკი. დარბაზში ჯდომა შეიძლება მხოლოდ თურქულად ფეხები მოხრილი და ხელები მუხლებზე დალაგებული.იკრძალება ფეხების გაჭიმვა ინსტრუქტორის მხარეს. შესატანი ფულის შეტანა სასურველია დანიშნულ დროს. ჩვენ არ ვყიდულობთ ვარჯიშს. შესატანი ფული მცირე მადლობის ნიშანია. Aუცილებლად გამორთეთ მობილური ტელეფონები ვარჯიშის წინ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გასახდელში სისუფთავეს

დამსწრეთა საყურადღებოდ!!!!!
   სასურველია რომ ვარჯიშზე უცხო პირები არ დაუშვათ რომლებსაც შეუძლიათ მოვარჯიშეთა ყურადღების გაფანტვა, მითუმეტეს ახალი ილეთების შესწავლისას, როდესაც მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. სტუმერების დაშვებისას ინსტრუქტორმა სასურველია გაამეორებინოს სპორტსმენებს კარგად ნასწავლი ილეთები, რათა მაყურებელთა ფაქტორი დადებითად არ მოქმედებს შეცდომების დროს. ყველა დამსწრე ფეხზე უნდა ადგეს მისალმებისას ვარჯიშის დაწყების და დამთავრების დროს. დამსწრეს ეკრძალება ლაპარაკი, როგორც სპორცმენებთან ასევე ერთმანეთში. იკრძალება დარბაზში სიარული, ჭამა, სმა, არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და ყველაფრის კეთება რაც მოსწავლის ყურადღებას მიიქცევს და მოწყვიტავს ვარჯიშს

მოსწავლის ქცევა ინსტრუქტორის მიმართ

         ინსტრუქტორთან საუბრამდე და საუბრის მერე მოსწავლე უნდა მიესალმოს. როდესაც ინსტრუქტორი ხსნის ახალ ილეთებს, ან ფილოსოფიას მოსწავლე უნდა დადგეს დგომზე ,,სიოტ,, (ფეხები მხრის სიგანეზე ხელები უკან) ინსტრუქტორს მოწიწებით და პატივისცემით უნდა ესაუბროთ და მიმართოთ საბონიმ იკრძალება ინსტრუქტორის საუბრის გაწყვეტა იკრძალება ინსტრუქტორის საუბრისას საუბარი იკრძალება ინსტრუქტორის საუბრისას მის მიმართ ზურგით შეტრიალება თუ ინსტრუქტორი გამოიძახებს მოსწავლეს ილეთის სანახავად ან სხვა მიზეზით აუცილებლად უნდა მივესალმოთ ინსტრუქტორი არ არის ვალდებული გიპასუხოთ მისალმებით თუ მოსწავლე არ ეთანხმება ინსტრუქტორს მან ჯერ უნდა შეასრულოს დავალება და შემდეგ უნდა გამოთქვას თავისი აზრი

უფროსი მოსწავლის უფელებები

        ფროს მოსწავლედ ითვლება ის ვინც ყველაზე დიდი წოდება და ვარჯიშის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი აქვს. უფროს მოსწავლეს უფლება აქ დასაჯოს უმცროსი მოსწავლეები თუ ისინი არღვევენ ეტიკეტს, უფროსი მოსწავლე უნდა იყოს ყოველთვის სამართლიანი და დაეხმაროს უმცროსებს, ვარჯიშის პერიოდში დასჯის უფლება მხოლოდ ინსტრუქტორს აქვს. თუ უფროსმა მოსწავლემ შეამჩნია დარღვევა და არაფერი თქვა ამ შემთხვევაში ინსტრუქტორს აქვს მისი დასჯის უფლება. ვარჯიშის დამთავრებისას უფროსი მოსწავლე იძლევა ბრძანებას ორუნ ტორა (შეტრიალდით მარჯვნივ) დობოკ ჩო-დან (გაისწორეთ ფორმა) შემდეგ ჩარიოტ და საბომ ნიმ კიუნე და ყველა ესალმება ინსტრუქტორს - ,,ტეკვონ’’ შემდეგ უფროს მოსწავლესთან მარცხნივ მდგომი იძლევა ბრძანებას ჩარიოტ კიუნე და ყველა ესალმება უფროს მოსწავლეს მოსწავლე რომელსაც ინსტრუქტორი დანიშნავს ვარჯიშის ჩასატარებლად ითვლება უფროსად მაშინაც კი, როდესაც დარბაზში წოდებით და ქამრით უფროსი მოსწავლეები იმყოფებიან თუ ინსტრუქტორი გავიდა და არ დანიშნა არავინ უფროსად მაშინ უფროსმა მოსწავლემ უნდა ჩაატაროს ვარჯიში. უფროსი მოსწავლე უნდა იყოს უმცროსებისთვის მაგალითი და უნდა დაეხმაროს მათ საჭიროების შემთხვევაში. უმცროსი მოსწავლეები პატივისცემით და ყურადღებით უნდა მოუსმინონ უფროს მოსწავლეს და არ შეაწოხონ კითხვებით ინსტრუქტორი, რომლებზეც შეუძლია პასუხის გაცემა უფროს მოსწავლეს. უფროს მოსწავლეებს ეკრძალებათ ანახონ უმცროსებს ისეთი ვარჯიშები რომელიც მათ არ იციან ან ქამრით და წოდებით არ ეკუთვნით

კლუბის მიმართ მოსწავლეთა ვალდებულებები!

       იკრძალება ვარჯიში სხვა ინსტრუქტორთან თქვენი ინსტრუქტორის ნებართვის გარეშე იკრძალება სხვა ინსტრუქტორთან გამოცდების ჩაბარება თქვენი ინსტრუქტორის ნებართვის გარეშე სხვა სკოლებიდან და სახეობებიდან გადმოსული სპორტსმენებმა უნდა დაიცვან ტაეკვონდოს ყველა წესი და ეტიკეტი სხვა იტფ-ის სკოლიდან გადმოსული მოსწავლე რომელსაც აქ სერთიფიკატი და ქამარი უნდა დაამტკიცონ თავისი კვალიფიკაცია.

ინსტრუქტორის ვალდებულებები

        ინსტრუქტორი უნდა მიესწრაფებოდეს თბილი და მეგობრული ურთიერთობის შექმნისკენ კლუბში. ყოველთვის იყოს მზად,რომ დაეხმაროს და აუხსნას მოსწავლეს ყველაფერი. ინსტრუქტორმა უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება ეტიკეტის შესრულებას. ინსტრუქტორი ყოველთვის უნდა იყოს სამაგალითო და სამართლიანი. ინსტრუქტორმა პატივი უნდა სცეს თითოეულ მოსწავლეს და დაიმსახუროს მათი პატივისცემა. ეტიკეტის შეუსრულებლობისას შეიძლება შემდეგი დასჯა: ფიზიკური დასჯა (აზიდვები, ჩაჯდომები და ა.შ.) წოდებაში შემცირება და ქამრის ჩამორთმევა ვარჯიშიდან მოხსნა სისტემეტიურად დარღვევის შემთხვევაში კი ვაჯიშებზე არ დაშვება და კლუბიდან გარიცხვა.


CDS © 2012